დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე ტელეფონით ისაუბრეს
დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე ტელეფონით ისაუბრეს

აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისაუბრეს ირანის, სირიისა და ლიბიის საკითხებზე. კერძოდ, საუბარი შეეხო ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს, ასევე ირანის მიერ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას.

ტრამპმა და ერდოღანმა სირიასა და ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.

შეგახსენებთ, 19 იანვარს ბერლინში ლიბიის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

დატოვე კომენტარი