დონალდ ტრამპმა და კატარის ემირმა სატელეფონო საუბრისას აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
დონალდ ტრამპმა და კატარის ემირმა სატელეფონო საუბრისას აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

კატარის ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანისა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ კატარის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრისას კატარის ემირმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონსა და თეირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებული მოვლენები განიხილეს.

როგორც კატარული მედია წერს, კატარი გააგრძელებს პარტნიორებთან კოორდინაციას, პაკისტანის ხელმძღვანელობით მიმდინარე მედიაციის ძალისხმევის მხარდასაჭერად.