დონალდ ტრამპმა და იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ სავაჭრო და იშვიათი წიაღისეულის შეთანხმება გააფორმეს
დონალდ ტრამპმა და იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ სავაჭრო და იშვიათი წიაღისეულის შეთანხმება გააფორმეს

აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს, სანაე ტაკაიჩის შეხვდა. შეხვედრა აკასაკას სასახლეში გაიმართა.

ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს სავაჭრო და იშვიათი წიაღისეულის შეთანხმებას.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს შეთანხმება იქნება ახალი ოქროს ხანის დასაწყისი აშშ-იაპონიის ურთიერთობაში.

დონალდ ტრამპმა კი შეაქო იაპონია, როგორც პარტნიორი და აღნიშნა, რომ ქვეყანა აშშ-ის ყველაზე ძლიერი მოკავშირეა.

„ეს იქნება ურთიერთობა, რომელიც უკვე არსებულ ურთიერთობებზე უფრო ძლიერი იქნება და მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას“, – განუცხადა ტრამპმა ტაკაიჩის.

ამერიკის ლიდერმა ასევე მიულოცა მას პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად არჩევა.

„თქვენ შესანიშნავ საქმეს გააკეთებთ და ჩვენ ფანტასტიკური ურთიერთობა გვექნება“, – თქვა ტრამპმა.

თავის მხრივ, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ახლო აღმოსავლეთში მიღწეულ მშვიდობაში დონალდ ტრამპის როლი და აშშ-ის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ის ნობელის პრემიაზე წარადგინეს.