დონალდ ტრამპმა და ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბრისას ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება განიხილეს
დონალდ ტრამპმა და ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბრისას ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება განიხილეს

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება განიხილეს აშშ-ის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა. თეთრი სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა და ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბრისას ახლო აღმოსავლეთის პრობლემურ საკითხებზე, ლიბიის კონფლიქტზე და ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა 3 იანვარს ერაყში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ გართულდა. საპასუხოდ, 8 იანვარს ირანმა ერაყში განთავსებულ ორ ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.