დონალდ ტრამპმა ჩინეთი დატოვა, სადაც აზიური ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა
დონალდ ტრამპმა ჩინეთი დატოვა, სადაც აზიური ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პეკინი დატოვა, სადაც აზიური ტურნეს ფარგლებში ორი დღით იმყოფებოდა.

ვიზიტის განმავლობაში მხარეებმა ორმხრივი ვაჭრობისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხები განიხილეს.
9 ნოემბერს ტრამპმა მწვავედ დასვა კორეის ნახევარკუნძულის კრიზისში ჩინეთის როლის მნიშვნელობის საკითხი და ასევე გააკრიტიკა ოფიციალური პეკინი, რომ ისინი შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ვაჭრობაში უთანასწოროდ იქცეოდნენ.

ამასთან, აშშ-ის ლიდერმა მოიწონა სი ძინ პინის განზრახვა, რომ ჩინეთში უფრო მეტი უცხოური ფირმა შეუშვას.

რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს, ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთს ყველაზე მარტივად და სწრაფად შეუძლია ამის მოგვარება. მან პეკინს მოუწოდა, შეწყვიტონ ფხენიანთან ფინანსური კავშირები და დახმარება სთხოვონ რუსეთსაც.

პეკინიდან ტრამპი ვიეტნამში გაემგზავრა. ეს მეოთხე ქვეყანაა, რომელსაც ის აზიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობს.

 

ავტორი: თეი კანაშვილი