დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში მიიღო და თქვა, რომ ღაზაში შეთანხმების შანსებში „ძალიან დარწმუნებულია“
დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში მიიღო და თქვა, რომ ღაზაში შეთანხმების შანსებში „ძალიან დარწმუნებულია“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში მიიღო და თქვა, რომ ღაზაში შეთანხმების შანსებში „ძალიან დარწმუნებულია“.

ნეთანიაჰუსთან მისალმებისას ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, დარწმუნებულია თუ არა ის ღაზაში მშვიდობისა და ომის დასრულების შეთანხმების შანსებში.

„მე ძალიან დარწმუნებული ვარ“, – უპასუხა ტრამპმა, ვიდრე ორი ლიდერი თეთრ სახლში შევიდოდა.

მანამდე, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი ღაზის სექტორში ომის დასრულების მის გეგმას საუკეთესოდ მიიჩნევს, რომლის მიღწევასაც ისრაელი და „ჰამასი“ შეძლებენ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე „გარკვეულწილად უკმაყოფილო იქნება“.