დონალდ ტრამპმა აშშ-ის ტერიტორიაზე „ტიკ-ტოკის“ გამოყენება აკრძალა
დონალდ ტრამპმა აშშ-ის ტერიტორიაზე „ტიკ-ტოკის“ გამოყენება აკრძალა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ტერიტორიაზე ჩინური აპლიკაციის, „ტიკ-ტოკის“ გამოყენება აკრძალა. ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ აღმასრულებელ განკარგულებას ხელს პირველ აგვისტოს მოაწერს.

აშშ-ის სპეცსამსახურები შიშობენ, რომ ჩინური კომპანია „ბაითდენსის“ მფლობელობაში არსებული აპლიკაცია ჩინეთის მხრიდან შესაძლოა, ამერიკელების პერსონალური მონაცემების შესაგროვებლად ჯაშუშობისთვის იყოს გამოყენებული.

ჩინური კომპანია უარყოფს ბრალდებებს, რომ აპლიკაციას ჩინეთის მთავრობა აკონტროლებს ან ინფორმაციას იღებს.

ტიკ-ტოკს“ აშშ-ში ყოველთვიურად 80 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ჩინური აპლიკაცია განსაკუთრებული პოპულარობით ახალგაზრდებში სარგებლობს. აპლიკაცია უკვე აკრძალა ინდოეთმა, ავსტრალია კი საკითხის განხილვის პროცესშია.