დონალდ ტრამპმა არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის დოკუმენტების ნაწილის გასაჯაროების განკარგულება გასცა
დონალდ ტრამპმა არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის დოკუმენტების ნაწილის გასაჯაროების განკარგულება გასცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის დოკუმენტების ნაწილის გასაჯაროების განკარგულება გასცა. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის, სარა სანდერსის განცხადებაში.

კერძოდ, დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს, გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელს დაავალა, კონგრესს გადასცენ გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომის, მისი მოადგილის, ენდრიუ მაკკეიბის, ბიუროს ყოფილი აგენტების, პიტერ სტრჟოკისა და ლიზა პეიჯის, ასევე იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის, ბრიუს ორას ტექსტური შეტყობინებები, რომლებიც გამოძიებაში ფიგურირებს.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის კონგრესის რამდენიმე კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე, ასევე მიმდინარე გამოძიების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მიიღო.

აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ოფისი იძიებს.