დონალდ ტრამპმა ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი – „ჩემი ადმინისტრაციის პოლიტიკაა, დავასრულოთ უცხოური ფონდების ირგვლივ არსებული საიდუმლოება“
WASHINGTON, DC - JANUARY 30: U.S. President Donald Trump talks to reporters from the Resolute Desk after signing an executive order to appoint the deputy administrator of the Federal Aviation Administration in the Oval Office at the White House on January 30, 2025 in Washington, DC. Trump also signed a memorandum ordering an immediate assessment of aviation safety and ordering an elevation of what he called “competence” over “D.E.I.” (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი.
ბრძანება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ავალდებულებს, განაცხადონ უცხოური დაფინანსების მნიშვნელოვანი წყაროების შესახებ.
„ამერიკული საგანმანათლებლო, კულტურული და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა მოითხოვს გამჭვირვალობას ამერიკის უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში უცხოური თანხების შემოდინებასთან დაკავშირებით. ჩემი ადმინისტრაციის პოლიტიკაა, რომ დავასრულოთ უცხოური ფონდების ირგვლივ არსებული საიდუმლოება ამერიკის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, დავიცვათ იდეების თავისუფალი ბაზარი უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებული პროპაგანდისგან და დავიცვათ ამერიკელი სტუდენტები და კვლევები უცხოური ექსპლუატაციისგან“, – აღნიშნულია დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებაში.
აღმასრულებელი ბრძანების მიხედვით, აშშ-ის განათლების მდივანმა უნდა უზრუნველყოს ამერიკელი ხალხისთვის უმაღლესი განათლების დაწესებულებებში უცხოური დაფინანსების შესახებ ინფორმაციაზე უკეთესი წვდომა, უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უნივერსიტეტებს მოეთხოვოთ, გაამჟღავნონ უფრო კონკრეტული დეტალები უცხოური დაფინანსების შესახებ, მათ შორის, თანხების რეალური წყარო და მიზანი.