დონალდ ტრამპმა ტრილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო ბიუჯეტის შესახებ განაცხადა
დონალდ ტრამპმა ტრილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო ბიუჯეტის შესახებ განაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტრილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო ბიუჯეტის შესახებ განაცხადა. ეს იქნება სამხედრო ხარჯების რეკორდული ოდენობა.

დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მომავალი ბიუჯეტი იქნება 1 ტრილიონ დოლართან ახლოს.

ამასთან, მედიის ცნობით, აშშ-ის 2025 წლის სამხედრო ბიუჯეტი 892 მილიარდი დოლარია, რომელიც მოიცავს პენტაგონის ხარჯებს, ბირთვული იარაღის განვითარებას და უსაფრთხოების პროგრამებს. აშშ-ის არმიის სამსახურები ცდილობენ თავიანთი ინდივიდუალური ბიუჯეტის 8 პროცენტით შემცირებას და ფულის რეინვესტირებას მოდერნიზაციაში.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი ასევე გეგმავს ათიათასობით სამოქალაქო თანამშრომლის შემცირებას მთელ მსოფლიოში, რადგან პენტაგონი იწყებს მუშაობას გეგმაზე, რაც, სავარაუდოდ, მოიცავს საშინაო და საზღვარგარეთის ბაზების კონსოლიდაციას.