დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

სატელეფონო საუბრის შესახებ ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გავრცელებულა.

ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი.

როგორც კირილ დიმიტრიევმა განაცხადა, პრეზიდენტ პუტინისა და პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით მსოფლიო დღეს ბევრად უფრო უსაფრთხო ადგილად იქცა.