დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრას ვიეტნამში 2 600 ჟურნალისტი დაესწრება
აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრას ჰანოიში 2 600 ჟურნალისტი დაესწრება. ვიეტნამური მედიის ინფორმაციით, მთავრობა სტუმრების მისაღებად საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
ქალაქში მაქსიმალურადაა გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტები პირველად ერთმანეთს 2018 წლის 12 ივნისს სინგაპურში შეხვდნენ, სადაც ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ფხენიანმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების ვალდებულება აიღო.
ლიდერების მეორე შეხვედრა 27-28 თებერვალს ვიეტნამში, ჰანოიში შედგება.