დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა 27-28 თებერვალს გაიმართება
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა 27-28 თებერვალს გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შეხვედრა ვიეტნამში, 27-28 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.  

მისი თქმით, ის რომ არ აერჩიათ აშშ-ის პრეზიდენტად, ქვეყანა ახლა ჩრდილოეთ კორეასთან საომარ მდგომარეობაში იქნებოდა.  

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ჩრდილოეთ კორეის საკითხთან მიმართებით გასაკეთებელი კიდევ ბევრია, თუმცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს კიმ ჩენ ინთან.