დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი სპეციალურმა პროკურორმა მიმდინარე კვირას ორჯერ დაკითხა
დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი სპეციალურმა პროკურორმა მიმდინარე კვირას ორჯერ დაკითხა

დონლდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილმა მთავარმა სტრატეგმა სტივ ბენონმა გასულ კვირას სპეციალურ პროკურორს რობერტ მიულერს ჩვენება ორჯერ მისცა.

მიულერი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებს.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, სტივ ბენონი გამომძიებლების შეკითხვებს, საერთო ჯამში, სულ მცირე 20 საათის განმავლობაში პასუხობდა. დაკითხვის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.

ამას გარდა, 15 თებერვალს სტივ ბენონმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტს მისცა ჩვენება.

როგორც სააგენტო Reuters-ი იტყობინება, ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა ბევრ შეკითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა, რამაც კონგრესმენების იმედგაცრუება გამოიწვია.

17 იანვარს ბენონმა ხელისუფლების გადაბარების პერიოდში მისი მუშაობის შესახებ კომიტეტის წევრების შეკითხვებს არ უპასუხა.

სტივენ ბენონი სტრატეგიულ საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს 2017 წლის იანვრიდან აგვისტომდე იკავებდა. მანამდე, 2016 წლის აგვისტოდან ის დონალდ რამპის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.