დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი მერილენდის შტატის ფედერალურ სასამართლოში მივიდა
დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი მერილენდის შტატის ფედერალურ სასამართლოში მივიდა

ბრალის წარდგენის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი მერილენდის შტატის ფედერალურ სასამართლოში მივიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

ჯონ ბოლტონმა 16 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის პრეზიდენტის სამიზნე გახდა ტრამპის მხრიდან იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენების გამო. ბოლტონის მტკიცებით, ტრამპი ძალაუფლებას ბოროტად იყენებს.

ჯონ ბოლტონს ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის გადაცემის რვა და ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის შენახვის ათი ბრალდება წაუყენეს.

დონალდ ტრამპმა ბოლტონი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად 2018 წელს აირჩია. ბოლტონი ტრამპმა 2019 წელს, მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ადმინისტრაციასთან მისმა განსხვავებულმა შეხედულებებმა რამდენიმე საკითხთან, მათ შორის ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან დაკავშირებით, პიკს მიაღწია.