დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს და საარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელს, სტივ ბენონს კონგრესისადმი უპატივცემულობისთვის ოთხი თვით პატიმრობა მიუსაჯეს
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს და საარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელს, სტივ ბენონს კონგრესისადმი უპატივცემულობისთვის ოთხი თვით პატიმრობა მიუსაჯეს

მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს და საარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელს, სტივ ბენონს კონგრესისადმი უპატივცემულობისთვის ოთხი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ ბენონს ასევე 6500 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სტივ ბენონი არ მოიხდის სასჯელს, ვიდრე აპელაციის განხილვა არ დასრულდება, რადგან ბრალდებული განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

ბენონი სასამართლომ დამანშავედ ​ივლისში ცნო. საქმე ეხება 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე წარმომადგენელთა პალატაში საგამოძიებო კომიტეტის წინაშე წარდგენაზე და მისთვის დოკუმენტების მიწოდებაზე ბენონის მიერ უარის თქმას. 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად ხუთი ადამიანი დაღუპა. ასობით ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.