დონალდ ტრამპი თურქეთს აფრთხილებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალ ტრამპი ამბობს, რომ თუ თურქეთი წესების მიხედვით არ „ითამაშებს“, მას სანქციები ემუქრება.
ამის შესახებ დონალდ ტრამპი მიკრობლოგ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„თურქეთი ქურთებზე თავდასხმას დიდი ხანია, გეგმავს. ისინი მთელი ცხოვრება იბრძვიან. ჩვენ არ გვყავს არც ერთი სამხედრო იმ ადგილას, სადაც ოპერაცია მიმდინარეობს. ვცდილობ, დავასრულო დაუსრულებელი ომები ორივე მხარესთან საუბრით. თურქეთი ნატო-ს მოკავშირეა. სხვები ამბობენ, თავი შეიკავე, დაე, ქურთებმა საკუთარ ბრძოლაში თავად იბრძოლონ. მე ვამბობ, დავარტყათ თურქეთს ფინანსურად, სანქციებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი წესების მიხედვით არ ითამაშებენ. ყურადღებით ვაკვირდები“, – წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი „ტვიტერზე“.
თურქეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაციას ატარებს. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ოპერაციის მიზანი რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხო ზონის შექმნაა.
Turkey has been planning to attack the Kurds for a long time. They have been fighting forever. We have no soldiers or Military anywhere near the attack area. I am trying to end the ENDLESS WARS. Talking to both sides. Some want us to send tens of thousands of soldiers to….
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) 10 October 2019