დონალდ ტრამპის თქმით, საუდის არაბეთის პრინცი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარებაზე ინფორმაციას არ ფლობს
დონალდ ტრამპის თქმით, საუდის არაბეთის პრინცი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარებაზე ინფორმაციას არ ფლობს

დონალდ ტრამპის თქმით, საუდის არაბეთის პრინცი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიკრობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუდის არაბეთის პრინც მოჰამად ბინ სალმანს ტელეფონით გაესაუბრა.

„ახლახან ვესაუბრე საუდის არაბეთის პრინცს. ის თურქეთში არსებულ საკონსულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაციის ფლობას კატეგორიულად უარყოფს“, – დაწერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიკრობლოგის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, დღეს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარებასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის პრინცსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის ერ-რიადში შეხვედრა გაიმართა.

ჯამალ ხაშოგი სტამბოლში არსებულ საუდის არაბეთის საკონსულოს 2 ოქტომბერს ესტუმრა. მას შემდეგ ჟურნალისტი გაუჩინარდა.

ცოტა ხნის წინ ოფიციალურმა ანკარამ ერ-რიადი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში დაადანაშაულა. თურქეთში განაცხადეს, რომ შესაბამისი მტკიცებულებები გააჩნიათ.