დონალდ ტრამპის თქმით, არ აღელვებს, დათანხმდება თუ არა ირანი მოლაპარაკებას
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, არ აღელვებს, დათანხმდება თუ არა ირანი მოლაპარაკებას, როგორც ეს ცოტა ხნით ადრე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, რობერტ ობრაიენმა ივარაუდა.
ობრაიენის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის კამპანია“ მოქმედებს და ქვეყანას მოლაპარაკების გარდა სხვა შანსი არ ექნება.
დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს ირანის გადასაწყვეტია, თუმცა ქვეყანას ბირთვული იარაღი არ ექნება. პრეზიდენტი ასევე, კიდევ ერთხელ მოუწოდებს თეირანს, არ მოკლას საპროტესტო აქციის მონაწილეები.
National Security Adviser suggested today that sanctions & protests have Iran “choked off”, will force them to negotiate. Actually, I couldn’t care less if they negotiate. Will be totally up to them but, no nuclear weapons and “don’t kill your protesters.”
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) 12 January 2020