დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების მოსკოვსა და კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის ბრძანება მიიღეს

10:54, 05.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის ბრძანება მიიღეს.

უკრაინული მედიის ცნობით, თავდაცვის ძალების დანაყოფებს 5 სექტემბრის დილის 12:00 საათიდან 8 სექტემბრის 23:59 საათამდე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა დაევალათ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 5 და 6 სექტემბერს დაგეგმილი ვიზიტების დროს უკრაინა „რუსეთის საჰაერო სივრცის ნორმალურ ფუნქციონირებას“ უზრუნველყოფს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, რუსეთი უკრაინის მიმართულებით იერიშებს არ წყვეტს. მათივე ცნობით, შეიარაღებული ძალები გეგმის შესაბამისად ქვეყნის დასაცავად დაკისრებული ამოცანების შესრულებას აგრძელებენ.

მსგავსი