დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ღაზის სექტორში ჩავა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ღაზის სექტორში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერი ქეროლაინ ლევიტი ადასტურებს.
როგორც ლევიტმა განმარტა, უიტკოფი ხვალ ღაზის სექტორში მოსახლეობისთვის საკვების განაწილების ცენტრებს დაათვალიერებს.
ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, სტივ უიტკოფს პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, შეხვედრისას ლიდერებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საკვებისა და ჰუმანიტარული დახმარება მიწოდება ღაზის სექტორში.