დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ ჯგუფურ ჩატში, სადაც იემენზე თავდასხმა განიხილებოდა, მოსკოვში ვიზიტის დროს წვდომა არ ჰქონია

23:34, 26.03.2025
FILE - U.S. Middle East envoy Steve Witkoff attends and interview after participating in a meeting with U.S. Secretary of State Marco Rubio, U.S. national aecurity adviser Mike Waltz, Russian Foreign Minister Sergei Lavrov and Russian President Vladimir Putin's foreign policy advisor Yuri Ushakov, at Diriyah Palace, in Riyadh, Saudi Arabia, Feb. 18, 2025. (Evelyn Hockstein/Pool Photo via AP)

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ ჯგუფურ ჩატში, სადაც იემენზე თავდასხმა განიხილებოდა, მოსკოვში ვიზიტის დროს წვდომა არ ჰქონია. ამის შესახებ უიტკოფი სოციალურ ქსელ „იქსზე“ წერს.

უიტკოფის თქმით, გაოგნებულია, რომ ისეთი კარგი გამოცემა, როგორიც „უოლ სთრით ჯურნალია“, არ დაუკავშირდა მას სიმართლის გასაგებად. როგორც ის წერს, მოსკოვში ვიზიტისას მას თან ჰქონდა მხოლოდ სამუშაო ტელეფონი, ხოლო აშშ-ში დაბრუნების შემდეგ, ჰქონდა წვდომა პირად ტელეფონთან და არგუმენტად ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორის, ჯეფრი გოლდბერგის სიტყვები მოჰყავს, რომელმაც აღნიშნა, რომ უიტკოფს იმ ჩატში რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია.

„იქნებ დროა, მედიასაშუალებებმა აღიარონ, როდესაც მათი თანამშრომლები სერიოზულ საინფორმაციო შეცდომებს უშვებენ. გამიხარდებოდა, თუ „უოლ სთრით ჯურნალი“ და სხვა მედიასაშუალებები ჩემთან გადაამოწმებენ ინფორმაციას სერიოზული ბრალდებების გაკეთებამდე“, – წერს უიტკოფი.

შეგახსენებთ, „უოლ სთრით ჯურნალი“ სტატიაში წერდა, რომ მომხდარი „რეალური უსაფრთხოების სკანდალია”, ხოლო ჯგუფურ ჩატში იემენზე თავდასხმების განხილვის დროს უიტკოფი მოსკოვში იმყოფებოდა. სწორედ ამას მოჰყვა უიტკოფის პოსტიც.

მსგავსი