დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინს ხვდება
დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინს ხვდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ტასი“ ავრცელებს.

შეხვედრა პეტერბურგში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

როგორც მანამდე კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, პუტინი და უიტკოფი განიხილავენ უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხებს. ასევე, შესაძლოა, განიხილონ რუსეთის პრეზიდენტსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის თემა.

„შეხვედრა გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც პრეზიდენტ პუტინს დასჭირდება“, – ასე უპასუხა პესკოვმა შეკითხვას, თუ რამდენ ხანს გასტანდა პუტინისა და უიტკოფის შეხვედრა.

მანამდე სტივ უიტკოფი პუტინის სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელს, კირილ დმიტრიევს შეხვდა.