დონალდ ტრამპის საჯარო გამოსვლისას სცენისკენ მობილური ტელეფონი ისროლეს

აშშ-ში, ინდიანაპოლისში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საჯარო გამოსვლისას სცენისკენ მობილური ტელეფონი ისროლეს. შესაბამის ვიდეოს ამერიკული მედია ავრცელებს.

NBC News-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჰაერში ჩანს მუქი ფერის ნივთი, რომელიც ძირს ეცემა.

ინციდენტის გამო აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა არ შეფერხებულა.