დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი სექტემბერში სასამართლოს წინაშე წარდგება
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი სექტემბერში სასამართლოს წინაშე წარდგება

აშშ-ის პრეზიდნეტის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი სასამართლოს წინაშე სექტემბერში წარდგება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პოლ მანაფორტმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის ფარგლებში მისთვის წაყენებული ბრალი არ აღიარა.

როგორც აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ ემი ბერმან ჯექსონმა დაადგინა, მანაფორტის საქმის სასამართლო განხილვა ვაშინგტონში 17 სექტემბერს დაიწყება. მოსალოდნელია, რომ სასამართლო რამდენიმე კვირას გაგრძელდება.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, მანაფორტის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა სავარაუდოდ, ნოემებრში დაგგემილი კონგრესის შუალედური არჩევნების ფონზე გაიმართება, რა დროსაც რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში და სენატში უმრავლესობის შენარჩუნებისთვის უნდა იბრძლონ.

მანაფორტისთვის წაყენებული ბრალდებები ფულის გათეთრებას, გადასახადებისგან თავის არიდებასა და თაღლითობას ეხება. ამას გარდა, მას ადანაშაულებენ იმაში, რომ ის არ დარეგისტრირდა უცხოურ აგენტად, როდესაც აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის პრორუსულ მთავრობას ლობირებდა.

აღნიშნული ბრალდებები მანაფორტის ბიზნეს-პარტნიორს რიჩარდ გეიტსაც წაუყენეს. ის გამოძიებასთან თანამშრომლობას გასულ კვირას დათახმდა და ცრუ ჩვენებების მიცემისა და აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებები აღიარა.