დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო
დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო.

საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმეზე სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის პირველი სასამართლო ფორმალურად გაიხსნა.

სხდომაზე 12 ნაფიცი მსაჯული აირჩიეს, რომლებიც მანაფორტის ბედს გადაწყვეტენ. ნაფიც მსაჯულთა შორის ექვსი კაცი და ექვსი ქალია ჩრდილოეთ ვირჯინიის შტატიდან.

საქმეზე არგუმენტების წარდგენა, რომელიც საბანკო და საგადასახადო ბრალდებებს მოიცავს, უახლოეს საათებში დაიწყება. თავად პოლ მანაფორტი, რომელიც პატიმრობაშია და რომელმაც დარჩენილი სიცოცხლე, შესაძლოა ციხეში გაატაროს, ალექსანდრიის სასამართლო დარბაზში გამოჩნდა. სპეციალური პროკურორი ტრამპის კამპანიისა და რუსეთის შესაძლო კავშირების საქმეს იძიებს.