დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდმა ჯორჯიის შტატის ნაწილში ხმების დათვლის შესაჩერებლად სარჩელი წარადგინა
დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდმა ჯორჯიის შტატის ნაწილში ხმების დათვლის შესაჩერებლად სარჩელი წარადგინა

დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდმა ჯორჯიის შტატის ნაწილში ხმების დათვლის შესაჩერებლად სარჩელი წარადგინა. ჯორჯია მნიშვნელოვანი საბრძოლო შტატია, სადაც ჯერ არც ერთი კანდიდატის გამარჯვება არ არის ჯერჯერობით გამოცხადებული.

სარჩელში ნათქვამია, რომ რესპუბლიკელმა დამკვირვებელმა დაინახა, რომ ჩეთემის ოლქში ერთ-ერთმა საარჩევნო მუშაკმა დაამატა 53 დაგვიანებული საფოსტო ბიულეტენი დროულად მისულ ბიულეტენებს. ჯორჯიის შტატში ბიულეტენები უნდა იქნას მიღებული არჩევნების დღეს, 19:00 საათამდე.

ეს მეოთხე საკვანძო შტატია, სადაც მოქმედმა პრეზიდენტმა იურიდიული დავა დაიწყო. ტრამპის საარჩევნო გუნდი ცდილობს, შეაჩეროს ხმის დათვლა იმ ადგილებში, სადაც დარწმუნებულია, რომ „ბიულეტენებთან დაკავშირებით თაღლითურად იქცევიან“.  ტრამპის საარჩევნო გუნდმა მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მიჩიგანში, პენსილვანიასა და უისკონსინში.