დონალდ ტრამპის პოსტის ქვეშ „ტვიტერმა“ მინიშნება გააკეთა და მკითხველს ინფორმაციის გადამოწმება შესთავაზა
დონალდ ტრამპის პოსტის ქვეშ „ტვიტერმა“ მინიშნება გააკეთა და მკითხველს ინფორმაციის გადამოწმება შესთავაზა

სოციალურმა ქსელმა, „ტვიტერმა“ დონალდ ტრამპის პოსტის ქვეშ პირველად გააკეთა გამაფრთხილებელი მინიშნება, რითაც მკითხველს შესთავაზა, რომ პრეზიდენტის პოსტში დაწერილ ფაქტზე ინფორმაცია გადაამოწმონ.

აღნიშნული ნიშანი დონალ ტრამპის იმ პოსტის ქვეშ გაჩნდა, სადაც პრეზიდენტი ფოსტით ხმის მიცემას აკრიტიკებს.

„ვარიანტების გარეშე, ფოსტით ხმის მიცემა დიდწილად თაღლითობით ჩატარდება“, – წერს დონალდ ტრამპი.

პრეზიდენტის ამ პოსტის ქვეშ მინიშნება გაჩნდა, რომ მკითხველმა უფრო მეტი რამ გაიგოს ფოსტით ხმის მიცემის შესახებ. ამ ფაქტის გამო ტრამპმა „ტვიტერი“ ამერიკის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.

„ტვიტერი სრულად ახშობს სიტყვის თავისუფლებას და მე, როგორც პრეზიდენტი, ამას არ დავუშვებ“, – დაწერა ტრამპმა.