დონალდ ტრამპის პირადი ექიმი აცხადებს, რომ პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს
დონალდ ტრამპის პირადი ექიმი აცხადებს, რომ პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს

აშშ-ის პრეზიდენტის პირადი ექიმი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს.

„ამ დილით პრეზიდენდი თავს ძალიან კარგად გრძნობს. როგორც გუშინ გაიგეთ, თავის დაზღვევის მიზნით, პრეზიდენტის „ვოლტერ რიდის“ საავადმყოფოში გადმოყვანის რეკომენდაცია გავეცი, რათა ის მონიტორინგის ქვეშ იყოს და საჭიროების შემთხვევაში, დახმარება მიიღოს“, – განაცხდა ექიმმა, შონ კონლიმ.

კონლიმ ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ამჟამად ხელოვნურ სუნთქვაზე არ არის.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ვოლტერ რიდის“ სამხედრო ჰოსპიტალში დღეს გადაიყვანეს. თეთრი სახლის ლიდერს კორონავირუსი 2 ოქტომბერს დაუდასტურდა.