დონალდ ტრამპის პასუხი კითხვაზე, არის თუ არა „ტიკ ტოკი“ ჩინეთის სათვალთვალო აპლიკაცია - ჩინეთში უამრავი რამ გვაქვს დამზადებული, მაშინ რატომ არ საუბრობენ ამაზე?
დონალდ ტრამპის პასუხი კითხვაზე, არის თუ არა „ტიკ ტოკი“ ჩინეთის სათვალთვალო აპლიკაცია - ჩინეთში უამრავი რამ გვაქვს დამზადებული, მაშინ რატომ არ საუბრობენ ამაზე?

„ტიკ ტოკის“ აპლიკაციის შეძენა ამერიკაში ბევრს სურს, რაც კანონის დარღვევის გარეშე საქმიანობის საშუალება იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა: „ჩინეთი „ტიკ ტოკისგან“ მონაცემთა შეგროვებას ითხოვს, არის თუ არა ეს ჩინეთის სათვალთვალო აპლიკაცია?“ პასუხად ტრამპმა აღნიშნა:

„ამის თქმა შეიძლება ყველაფერზე, რაც ჩინეთში მზადდება. ჩვენი ტელეფონები უმეტესწილად ჩინეთშია დამზადებული. ჩვენ ჩინეთში უამრავი რამ გვაქვს დამზადებული, მაშინ რატომ არ საუბრობენ ამაზე?“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს ასამდე მნიშვნელოვან აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი, მათ შორის ბრძანებას, რომელიც დროებით შეაჩერებს „ტიკ ტოკის“ აკრძალვის ძალაში შესვლას და გამოსცა დირექტივა „ყოფილი სამთავრობო მოხელეების პასუხისმგებლობის შესახებ საარჩევნო ჩარევის გამო“.

„ტიკ ტოკი“ აშშ-ში სოციალური მედიის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული პლატფორმაა, რომელსაც დაახლოებით 270 მილიონი ამერიკელი იყენებს.