დონალდ ტრამპის მრჩეველი - კანადის პრემიერმა აშშ-ს ზურგში დანა ჩაარტყა
დონალდ ტრამპის მრჩეველი - კანადის პრემიერმა აშშ-ს ზურგში დანა ჩაარტყა

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ზურგში დანა ჩაარტყა. ასეთი განცხადება გააკეთა CNN-თან მიცემულ იტერვიუში ეკონომიკის საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ლარი კუდლოუმ. მან კანადის მიერ ალუმინის იმპორტზე დაწესებული ტარიფები შტატების შეურაცხყოფად შეაფასა.

„კანადამ ძალიან ცუდი სამსახური გაუწია დიდ შვიდიანს. მას უკვე აქვს დიდი ტარიფები გარკვეულ საქონელზე. მაგალითად, რძის პროდუქტზე არსებული ტარიფები 290-295 პროცენტს უტოლდება. დონალდ ტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრის ასეთ ქცევას არ დაუშვებს“,- განაცხადა ტრამპის მრჩეველმა.

ლარი კუდლოუმ აღნიშნა, რომ კანადის ქმედება სინგაპურში დაგეგმილ სამიტს უკავშირდება და დაამატა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ შეცდომა დაუშვა. ახლა მან საკუთარი სიტყვები უკან უნდა წაიღოს და დონალდ ტრამპს ისტორიული სამიტის წარმატებით ჩატარება უსურვოს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დიდი შვიდიანის სამიტზე მიღებულ ერთობლივ კომუნიკეს აღარ იზიარებს და ხელმოწერა უკან გააქვს. ამის მიზეზად დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ- მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს მიერ გაკეთებული განცხადება დაასახელა. სამიტის ბოლოს ტრუდომ განაცხადა, რომ პირველი ივლისიდან კანადა აშშ-ს ექსპორტზე ახალ ტარიფებს დაუწესებს.