დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი მომავალ კვირას ჟენევაში რუს მაღალჩინოსნებს შეხვდება
დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი მომავალ კვირას ჟენევაში რუს მაღალჩინოსნებს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი მომავალ კვირას ჟენევაში რუს მაღალჩინოსნებს შეხვდება.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ინფორმაციას ამის შესახებ კრემლში ადასტურებენ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, ამგვარი კონტაქტები ნამდვილად იგეგმება და ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ჰელსინკიში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის ეს პირველი შეხვედრა იქნება.

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპი მწვავედ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან რუსეთის ლიდერი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში არ დაადანაშაულა.

მოგვიანებით, აშშ-ის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი ეტაპის შესახებ განაცხადა, რასაც რუსული რუბლის კურსის მკვეთრი ვარდნა მოჰყვა.