დონალდ ტრამპის მრჩეველი - ამჟამინდელი შეზღუდვები ირანში ცვლილებებს თუ არ გამოიწვევს, აშშ სანქციების ახალ ვარიანტს მოძებნის
დონალდ ტრამპის მრჩეველი - ამჟამინდელი შეზღუდვები ირანში ცვლილებებს თუ არ გამოიწვევს, აშშ სანქციების ახალ ვარიანტს მოძებნის

ამჟამინდელი შეზღუდვები ირანში ცვლილებებს თუ არ გამოიწვევს, აშშ სანქციების ახალ ვარიანტს მოძებნის, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა.

ჯონ ბოლტონის თქმით, შეზღუდვებმა ძირი გამოუთხარა ირანის ძალისხმევას, თავს მოეხვია საკუთარი სურვილი რეგიონის ქვეყნებისთვის.

ბოლტონის განცხადებით, აშშ-ს ირანის ხელისუფლების მოქმედების ცვლილება სურს და სანქციები მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ეფექტს იქონიებს. დონალდ ტრამპის მრჩეველმა ასევე თქვა, რომ თუ ირანი პოლიტიკას არ შეცვლის, მის წინააღმდეგ დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.

მიმდინარე წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა.