დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული საგადასახადო რეფორმა დამტკიცდა
დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული საგადასახადო რეფორმა დამტკიცდა

აშშ-ის სენატმა დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული საგადასახადო რეფორმა დაამტკიცა. ფინალური კენჭისყრა კონგრესში მას შემდეგ გაიმართა, რაც პროექტში ცვლილებები შევიდა.
პრეზიდენტის მიერ წარდგენილი საგადასახადო რეფორმა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ და ძირეულ ცვლილებებს ითვალისწინებს.

ეკონომისტების გათვლებით, გადასახადების შემცირება აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტს, მომდევნო 10 წელიწადში, 1,4 ტრილიონით დოლარით გაზრდის.

მიუხედავად ამისა, სენატორებმა ცვლილებებს მხარი მაინც დაუჭირეს. ახლა სენატის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ ვერსიასთან უნდა შეჯერდეს.

ამის შემდეგ, კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.

დემოკრატები ამტკიცებენ, რომ რეფორმით მხოლოდ მდიდრები და მსხვილი ბიზნესი იხეირებს.

თეთრ სახლში კი ამბობენ, რომ გადასახადების შემცირების შედეგად ბიუჯეტში გაჩენილ დანაკლისს ეკონომიკის ზრდით მიღებული შემოსავლები დაფარავს.