დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ირანში ჩამოგდებული ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის დაკარგული ეკიპაჟის წევრი „უსაფრთხოდ და კარგადაა“

08:37, 05.04.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „თრუს სოშიალში“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკარგული ამერიკელი ჯარისკაცი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს.

„ჩვენ ის ვიპოვეთ! ჩემო თანამემამულენო, ამერიკელებო, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში შეერთებული შტატების სამხედროებმა განახორციელეს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია აშშ-ის ისტორიაში“, – წერს ტრამპი.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ დაკარგული ეკიპაჟის წევრი „ირანის რთულ მთიან რეგიონში იმყოფებოდა და მტრები მასზე ნადირობდნენ, თუმცა აშშ-ის სამხედროები მის ადგილსამყოფელს 24 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ“.

ტრამპის თქმით, დიდი სიხარულით იტყობინება, რომ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ახლა „უსაფრთხოდ და კარგადაა“.

ცნობისთვის, ამერიკული ეფ-15-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ირანში 3 აპრილს ჩამოაგდეს. თვითმფრინავის ეკიპაჟის ერთი წევრი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს, მეორე კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.

მსგავსი