დონალდ ტრამპის განცხადებით, „უოლ სთრით ჯორნალის“ რეპორტიორის გასათავისუფლებლად პუტინთან კონტაქტებს გამოიყენებს, კრემლში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე პუტინს ტრამპთან კონტაქტი არ ჰქონია
დონალდ ტრამპის განცხადებით, „უოლ სთრით ჯორნალის“ რეპორტიორის გასათავისუფლებლად პუტინთან კონტაქტებს გამოიყენებს, კრემლში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე პუტინს ტრამპთან კონტაქტი არ ჰქონია

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან კონტაქტებს გამოიყენებს, რათა „უოლ სთრით ჯოურნალის“ რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი პატიმრობიდან გაათავისუფლონ.

„ვლადიმერ პუტინი ამას ჩემთვის გააკეთებს, სხვა არავისთვის და ამაში ჩვენ არაფერს გადავიხდით“, – წერს დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპის თქმით, ეს მოხდება შეერთებულ შტატებში ნოემბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დამარცხებას და თეთრ სახლში დაბრუნებას მოახერხებს.

„ევან გერშკოვიჩს, „უოლ სთრით ჯოურნალის“ რეპორტიორს, რომელიც რუსეთშია პატიმრობაში, არჩევნების შემდეგ მალევე გაათავისუფლებდა, თუ საქმიანობას მე შევუდგები. ის დაბრუნდება სახლში უსაფრთხოდ და იქნება თავის ოჯახთან ერთად“, – წერს ტრამპი.

ტრამპის ამ განცხადებაზე კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პუტინს დონალდ ტრამპთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.

„უოლ სთრით ჯოურნალის“ რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი რუსეთში გასული წლის მარტში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.