დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, ირანთან მოლაპარაკებები მომდევნო ორ დღეში განახლდეს
დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, ირანთან მოლაპარაკებები მომდევნო ორ დღეში განახლდეს

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, ირანთან მოლაპარაკებები „მომდევნო ორი დღის განმავლობაში“  განახლდეს.

„შესაძლოა, მომდევნო ორ დღეში რაღაც მოხდეს. ჩვენ უფრო მეტად გვაქვს სურვილი, პაკისტანში  გავემგზავროთ“, – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას ისლამაბადში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ, მათ შორის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და ირანის პარლამენტის სპიკერი, თუმცა მხარეებმა  შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.