დონალდ ტრამპის განცხადებით, ოსამა ბინ ლადენის ვაჟი ლიკვიდირებულია
დონალდ ტრამპის განცხადებით, ოსამა ბინ ლადენის ვაჟი ლიკვიდირებულია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ოსამა ბინ ლადენის ვაჟი ჰამზა ბინ ლადენი ლიკვიდირებულია.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ალ ქაიდას“ ყოფილი ლიდერის შვილი, ჰამზა ბინ ლადენი ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე, აშშ-ის მიერ წარმოებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს მოკლეს.

ჰამზა ბინ ლადენზე ინფორმაციისთვის აშშ-ის ხელისუფლებას მილიონი დოლარის ოდენობით ჯილდო ჰქონდა დაწესებული. ის სხვადასხვა ლოკაციაზე რიგ ტერორისტულ თავდასხმებზე იყო პასუხისმგებელი. ამასთან ერთად, მამის მკვლელობის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებს შურისძიებით ემუქრებოდა.