დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს შეხვედრა სურს 
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს შეხვედრა სურს 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს შეხვედრა სურს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, თუმცა დამატებითი დეტალები აღარ გაუსაჯაროებია.

ირანის წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი თავად დონალდ ტრამპმა მანამდე გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამოთქვა, თუმცა ირანული მხარისგან ამ წინადადებაზე თანხმობა არ ყოფილა.

აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც ვაშინგტონი ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა.