დონალდ ტრამპის განცხადებით, დიდი შვიდეულის სამიტზე ვლადიმერ პუტინის მიწვევა გონივრული იქნებოდა
დონალდ ტრამპის განცხადებით, დიდი შვიდეულის სამიტზე ვლადიმერ პუტინის მიწვევა გონივრული იქნებოდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, გონივრული იქნებოდა დიდი შვიდეულის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევა.

ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსის რადიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის შეკრებაზე მიწვევა მრავალ საკითხს უფრო მარტივად გადაჭრიდა.

„მრავალი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, პუტინის შესახებაა. მისი ოთახში ყოფნა საკითხებს მოაგვარებდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.