დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ დეზინფექციის ხსნარის მწარმოებელი კომპანია გაფრთხილებას ავრცელებს
დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ დეზინფექციის ხსნარის მწარმოებელი კომპანია გაფრთხილებას ავრცელებს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ყოველდღიური ბრიფინგის დროს გაკეთებული განცხადებების შემდეგ, სადაც ტრამპმა დეზინფექციის მეთოდის მკურნალობისთვის გამოყენებაზე ისაუბრა, აშშ-ის ყველაზე პოპულარული დეზინფექციის ხსნარის მწარმოებელი კომპანია „ლაისოლი“ განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენი დეზინფექციის ხსნარი და ჰიგიენის პროდუქცია მხოლოდ მოცემული მითითებების მიხედვით უნდა იყოს გამოყენებული. გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით ეტიკეტსა და უსაფრთხოების ინფორმაციას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ლაისოლმა“ სოციალური ქსელების მეშვეობით გააფრთხილა მოსახლეობა, რომ მათი პროდუქცია მხოლოდ გარე მოხმარებისთვის არის განკუთვნილი.

„ტრამპის კომენტარებს უკვე მოჰყვა კრიტიკა სამედიცინო სფეროს პროფესიონალებისგან, რომლებიც მის განცხადებას საფრთხის შემცველად მიიჩნევენ“, – წერს „ბიბისი“.