დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები ვიწრო ფორმატში დასრულდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები ვიწრო ფორმატში დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ალასკის ქალაქ ანკორიჯში შეხვედრა დაახლოებით ორ-საათნახევარი გრძელდებოდა. აშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრე დარჩიევი აცხადებს, რომ აშშ-თან კომუნიკაციის ტონი ახლა სამუშაოა და შედეგებზეა ორიენტირებული.
ამის შემდეგ აშშ-ის და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკებებს გაფართოებულ ფორმატში გააგრძელებენ.