დონალდ ტრამპის ცნობით, ვაშინგტონის შუამავლობით პაკისტანი და ინდოეთი ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
დონალდ ტრამპის ცნობით, ვაშინგტონის შუამავლობით პაკისტანი და ინდოეთი ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა ვაშინგტონის შუამავლობით ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„აშშ-ის შუამავლობით ღამის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

ცეცხლის შეწყვეტაზე მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას პაკისტანის ვიცე-პრემიერიც ადასტურებს.

იშაქ დარის თქმით, პაკისტანი ყოველთვის მიისწრაფვოდა მშვიდობასა და უსაფრთხოებისკენ რეგიონში, „სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კომპრომისების გარეშე“.