დონალდ ტრამპის ავტოკოლონის გამო ნიუ იორკის პოლიციამ რეჯეფ თაიფ ერდოღანს დროებით გზა გადაუკეტა
ნიუ იორკის პოლიციამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ავტოკოლონის გამო თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს დროებით გზა გადაუკეტა.
„ესოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ ერდოღანი და მისი დელეგაცია როდესაც ერთ-ერთი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ, ისინი სამართალდამცველებმა გააჩერეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს დაცვის წევრებთან ერთად მყოფი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც ტრამპის ესკორტის ჩავლას ელოდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც. მან დონალდ ტრამპს დაურეკა და ეხუმრა, რომ მის გამო ყველაფერი გადაკეტილი იყო.