დონალდ ტრამპის ადვოკატს, რუდი ჯულიანს ლიცენზია შეუჩერეს
დონალდ ტრამპის ადვოკატს, რუდი ჯულიანს ლიცენზია შეუჩერეს

დონალდ ტრამპის ადვოკატს, რუდი ჯულიანს ლიცენზია შეუჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს.

77 წლის ნიუ იორკის ყოფილ მერს ადვოკატად მუშაობის უფლება მის მიერ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოთქმული „ცრუ და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი“ კომენტარების გამო შეუჩერეს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ჯულიანი ამტკიცებდა, რომ დონალდ ტრამპის დამარცხების მიზეზი საარჩევნო პროცესის გაყალბება იყო.

ნიუ იორკის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჯულიანიმ იცრუა საარჩევნო თაღლითობის შესახებ როგორც საჯაროდ, ისე ოფიციალურ განცხადებებში.

ჯულიანს ადვოკატის ლიცენზიის მოქმედება დროებით, საქმის განხილვის დასრულებამდე შეუჩერდა.

თავად რუდი ჯულიანიმ სასამართლოს გადაწყვეტილებას ცალმხრივი და ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებული უწოდა.

„ვინმემ უნდა გამოასწოროს ეს ორმაგ სტანდარტებზე დაფუძნებული სასამართლო სისტემა, რომელიც ამერიკული აღარ არის, შესაძლოა, მე ირანში ვარ.. ეს ცალმხრივი და უსაფუძვლო გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ჯულიანიმ.

დატოვე კომენტარი