დონალდ ტრამპის ადვოკატი სპეცპროკურორის მიერ რუსეთის საქმის გამოძიებას უკანონოდ მიიჩნევს
დონალდ ტრამპის ადვოკატი სპეცპროკურორის მიერ რუსეთის საქმის გამოძიებას უკანონოდ მიიჩნევს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატი, რუდოლფ ჯულიანი სპეცპროკურორის ​მიერ რუსეთის საქმის გამოძიებას უკანონოდ მიიჩნევს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თეთრი სახლის ლიდერის ადვოკატმა CNN-თან მიცემული ინტერვიუს დროს ისაუბრა.

ნიუ იორკის ყოფილი მერი და დონალდ ტრამპის იურისტების გუნდის წევრი მიიჩნევს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის, რობერტ მიულერი დამოუკიდებელი პროკურორის პოსტზე უკანონოდ დაინიშნა.

„მიზეზი, რის გამოც ის აღნიშნულ პოსტზე დაინიშნა, უკანონო იყო. გამოძიება, რომლიც დონალდ ტრამპის კრემლთან შესაძლო კავშირს ეხება, საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო“, – განაცხადა იურისტმა.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს 2017 წლის აგვისტოდან დამოუკიდებელი პროკურორი, რობერტ მიულერი და ფედერალური ბიურო იძიებს. რუსეთი აშშ-ის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. დონალდ ტრამპი კი გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს.