დონალდ ტრამპის ადვოკატები ფოსტით გაგზავნილი ხმების გაუქმებაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
დონალდ ტრამპის ადვოკატები ფოსტით გაგზავნილი ხმების გაუქმებაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

დონალდ ტრამპის ადვოკატები გაასაჩივრებენ პენსილვანიის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ფოსტით გაგზავნილი ხმების გაუქმებაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პენსილვანიის ფედერალურმა მოსამართლემ, გასულ დღეს არ დააკმაყოფილა ტრამპის კამპანიის მოთხოვნა გაეუქმებინა მილიონობით ფოსტით გაგზავნილი ხმა პენსილვანიაში.

ოფიციალურ განცხადებაში, ტრამპის ადვოკატებმა რუდი ჯულიანიმ და ჯენა ელისმა განაცხადეს, რომ საქმეს კვლავ გაასაჩივრებენ.