დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 12 ნოემბრიდან ამერიკელებისთვის „ტიკ-ტოკის“ აპლიკაცია დაიბლოკება
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 12 ნოემბრიდან ამერიკელებისთვის „ტიკ-ტოკის“ აპლიკაცია დაიბლოკება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 12 ნოემბრიდან ამერიკელებისთვის „ტიკ-ტოკის“ აპლიკაცია დაიბლოკება. ამასთან, 20- სექტემბრიდან დაიბლოკება კიდევ ერთი ჩინური აპლიკაცია, – „ვიჩეთი“.

ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ 6 აგვისტოს გაცემულ აღმასრულებელ ბრძანებას ემორჩილება, რომლითაც პრეზიდენტმა „ტიკ-ტოკს“ აპლიკაციის ამერიკულ კომპანიაზე გასაყიდად 45 დღე მისცა. ბრძანების მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკაცია აშშ-ში დაიბლოკებოდა.

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ აპლიკაცია არსებული ფორმით საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, რადგან „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით ჩინეთის მთავრობას ამერიკელი მოსახლეობის პირად ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი.

დატოვე კომენტარი