დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში გოლანის მაღლობების აღიარებაზე სპეციალური დოკუმენტი მზადდება
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში გოლანის მაღლობების აღიარებაზე სპეციალური დოკუმენტი მზადდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გოლანის მაღლობების აღიარებასთან დაკავშირებით სპეციალური დოკუმენტი მზადდება, რომელსაც დონალდ ტრამპი ხელს მომავალ კვირას მოაწერს.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი” სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა განცხადება გუშინ მიკრობლოგ „ტვიტერზე” გააკეთა.

„52 წლის შემდეგ დროა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სრულად აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე, რომელიც სტრატეგიული და უსაფრთხოების თვალსაზრისით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისრაელისა და მთელი რეგიონისთვის,” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.