დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სომეხთა მასობრივ მკვლელობას გენოციდად არ აღიარებს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სომეხთა მასობრივ მკვლელობას გენოციდად არ აღიარებს

ტრამპის ადმინისტრაციამ სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, ისინი ოსმალეთის იმპერიის პერიოდში სომეხთა მასობრივ მკვლელობას კვლავ „მასობრივ სისასტიკედ“ განიხილავენ.

„აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია უცვლელია. ჩვენი შეხედულება ასახულია პრეზიდენტის მიერ ამ საკითხზე აპრილში გაკეთებულ განცხადებაში“, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა.

აშშ-ის სენატმა სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია 12 დეკემბერს მიიღო, მანამდე ოქტომბერში ანალოგიურად მოიქცა წარმომადგენელთა პალატაც.

თურქეთში სენატში მიღებული გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს. პრეზიდენტმა ერდოღანმა ამ ქმედება უაზრო და შეურაცხმყოფელი უწოდა.